ვენსან კასელი „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს ავრცელებს. საზოგადოების აღფრთოვანება განსაკუთრებულად ერთმა ფოტომ დაიმსახურა, სადაც ვენსანი შუათანა ქალიშვილთან, ლეონთან არის გადაღებული. რომელიც ახლა 13 წლისაა.
„ჩემი სიცოცხლე, რომელიც მიყვარს“ , – ასე დაასათაურა შავ-თეთრი ფოტო ვენსანმა.
„ამაყი მამა“, – წერს ვენსანს უფროსი ქალიშვილი, დევა.
ცნობისთვის, ლეონი კასელისა და მონიკა ბელუჩის უმცროსი ქალიშვილია. ვენსან კასელს სამი შვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უმცროსი ამაზონია, რომელსაც ის ტინა კუნაკთან ერთად ზრდის.
ევა გრინი და ვენსან კასელი „ნიუ-იორკ თაიმსის“ გარეკანზე
სიყვარული დეტალებშია! – ვენსან კასელისა და ტინა კუნაკის ყველაზე რომანტიკული ფოტოები „ინსტაგრამიდან“