64 წლის შერონ სტოუნი პაპარაცებმა ბევერლი-ჰილსზე, სეირნობის დროს გადაიღეს. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაში იყო.
მას დახეული ჯინსის შარვალი და „დოლჩე და გაბანას“ ჭრელი მოსაცმელი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 2600 ევროა. მის „ლუქს“ ღია, ქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
„ცხრა ბავშვი დავკარგე, მუცელი ცხრაჯერ მომეშალა“ – შერონ სტოუნის სულისშემძვრელი აღიარება