მძიმე პერიოდის შემდეგ, დამსახურებული დასვენების დროც დადგა. ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ კრიშტიანო რონალდო და ჯორჯიანა როდრიგესი დასასვენებლად გაემართნენ. ლეგენდარული ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს „მანჩესტერ იუნაიტეტიდან“ აღებული შვებულება ნაყოფიერად გამოიყენოს და საყვარელ ქალს გვერდიდან არ შორდება. ფეხბურთელმა ჯორჯიანასთან ერთად გადაღებული უახლესი ფოტო „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. ისინი იახტაზე ისვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ახლად ნამშობიარები ჯორჯიანა ბრწყინვალედ გამოიყურება.
„ის ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს“ – ჯორჯიანა როდრიგესის ახლო მეგობარი ურთულეს კვირას იხსენებს
„ეს ჯორჯიანასთვის ყველაზე მძიმე კვირა იყო და ეს ბუნებრივია, თუმცა ის ძლიერია და ყველაფერს გაუძლებს. მე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან წყვილმა საზოგადოებას პირადი სივრცის დაცვისკენ მოუწოდა. ბიჭუნა ძალიან პატარა იყო, თუმცა ის გახლდათ სრულფასოვანი ადამიანი, ინდივიდი და ის უკვე ყველას გვიყვარდა, ჯორჯიანა სულ ამბობს, რომ მის ცხოვრებაში უმთავრესი შვილები არიან, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მალე მის სახეზე ღიმილს კვლავ ვიხილავთ“, – აცხადებს წყვილის ახლო მეგობარი გარსია.
ჯორჯიანა როდრიგესმა შვილის გარდაცვალების შემდეგ ემოციური ფოტო გაავრცელა