28 წლის ჯორჯიანა როდრიგესმა ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ ემოციური ფოტო გაავრცელა. მან საქმროს, კრიშტიანო რონალდოს უახლესი ფოტო გააზიარა, რომელიც გარდაცვლილ ვაჟს ბურთის გატანის შემდეგ პატივს მიაგებს. როგორც ცნობილია, კრიშტიანო ტრაგედიის შემდეგ საქმიანობას მალევე დაუბრუნდა.
აღნიშნული ფოტო „მანჩესტერისა“ და „ლივერპულის“ მატჩის დროსაა გადაღებული.
შეგახსენებთ, თამაშის დროს აუდიტორიამ კრიშტიანო რონალდოს გარდაცვლილი ახალშობილი ვაჟისთვის არნახული თანადგომა გამოიჩინა, საზოგადოებამ, მე-7 წუთზე რონალდოს გარდაცვლილ ახალშობილს პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. შემდეგ კი ყველამ ერთხმად სიმღერა, You’ll Never Walk Alone შეასრულა.