LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „შენ მარტო არ ხარ“ – არნახული კონსოლიდაცია კრიშტიანო რონალდოს გარდაცვლილი ახალშობილი ვაჟისთვის

282
page

„პრემიერლიგის“ თამაშზე, სადაც ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერი“ ხვდებოდა, გულშემატკივრების არნახული კონსოლიდაცია მოხდა. დამსწრე საზოგადოებამ, მე-7 წუთზე კრიშტიანო რონალდოს გარდაცვლილ ახალშობილს პატივი წუთიერი დუმილით მიაგო. შემდეგ კი ყველამ ერთხმად სიმღერა, You’ll Never Walk Alone შეასრულა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“ განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ახალშობილი ვაჟის გარდაცვალების შესახებ აუწყა. კრიშტიანო და მისი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი ტყუპებს ელოდებოდნენ. დასავლური მედიის ცნობით ახალშობილი გოგონა კარგადაა.

,,გთხოვთ, ასეთ მომენტში ჩვენი პირადი სივრცე არ შეზღუდოთ“ – ახალი დეტალები კრიშტიანო რონალდოს ვაჟის გარდაცვალების შესახებ

„გიზიარებთ ჩვენი პატარა ბიჭის დაკარგვის ამბავს“ – კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯიანა როდრიგესის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები