როგორც ცნობილია, ჯორჯიანა როდრიგესის რთული მშობიარობის შემდეგ, მან და მისმა საქმრომ, კრიშტიანო რონალდომ ახალშობილი ვაჟი დაკარგეს. სულ ცოტა ხნის წინ ვარსკვლავურმა ოჯახმა ტყუპისცალი გოგონა პირველად გამოაჩინა. ფეხბურთელმა 430 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერს, უახლესი ფოტო გაუზიარა. დედა და ახალშობილი გოგონა თავს კარგად გრძნობენ.
„სახლი, საყვარელი სახლი… ჯორჯიანა და ჩვენი პატარა გოგონა უკვე ჩვენთან არიან. ჩვენ გვსურს ყველას მადლობა გადავუხადოთ გვერდში დგომისთვის, დრო დადგა, სიცოცხლის მადლიერები ვიყოთ, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შევეგებეთ“, – ნათქვამია პოსტში.
ფოტო: შვილის გარდაცვალების შემდეგ კრიშტიანო რონალდო პირველად გადაიღეს