90-იანი წლების ვარსკვლავმა, ბრიჯიტ ფონდამ, სამსახიობო კარიერაზე უარი 2002 წელს თქვა, მას შემდეგ ის პაპარაცების ობიექტივში სულ რამდენჯერმე მოხვდა.
ამჯერად 59 წლის ბრიჯიტი ლოს-ანჯელესის ქუჩებში გადაიღეს. მსახიობი რადიკალურადაა შეცვლილი, მისი ცნობა ძალიან რთულია. ამ დღეს მას შავი, თავისუფალი სტილის შარვალი და თეთრი ზედა ეცვა. ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„ჭაღარა თმაში და დიდი ზომის ტანისამოსი მისი ცნობა შეუძლებელია“, „ის რადიკალურადაა შეცვლილი“, „დაუჯერებელია, ნუთუ ეს ის გოგონაა?“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, მსახიობის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „ნათლიმამა“, „ჯეკი ბრაუნი“ და „მარტოხელა თეთრი ქალი“.
90-იანი წლების ვარსკვლავი ბრიჯიტ ფონდა წლების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა