ლოს-ანჯელესში რეჟისორ პოლ ფიგის ახალი ფილმის „სიკეთისა და ბოროტების სკოლის“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს შარლიზ ტერონი, კერი ვაშინგტონი და სოფია ენ კარუზო ასრულებენ.
პრემიერისთვის მოწყობილ წითელ ხალიჩაზე, ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ. კერი ვაშინგტონი ბრწყინავდა სალათისფერ ორეულში, მას სპორტული ტოპი, ულამაზეს ატლასის ქვედაბოლოსთან ჰქონდა შეხამებული. რაც ეხება 47 წლის შარლიზ ტერონს, მან არჩევანი „დიორის“ შავ კაბაზე გააკეთა, რომელსაც დეკორის სახით პატარა ყვავილი ამშვენებდა, ხოლო კაბას ოსკაროსანმა მსახიობმა გამჭვირვალე, მაქმანებიანი ჩექმა შეუხამა.
-10 წელი – 46 წლის შარლიზ ტერონის ახალი იმიჯი
ფოტო: „ჩვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან“ – შარლიზ ტერონი ჰოლი ბერის ყოფილ ბიჭს, გაბრიელ ობრის ხვდება
„როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი?!“ – შარლიზ ტერონი შვილებისა და დედის ფოტოს ავრცელებს