LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ჩვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან“ – შარლიზ ტერონი ჰოლი ბერის ყოფილ ბიჭს, გაბრიელ ობრის ხვდება

266
page

გამოცემა Us Weekly-ის ცნობით, 46 წლის შარლიზ ტერონის მარტოობა დასრულდა, ის კანადელ მოდელს, 45 წლის გაბრიელ ობრის ხვდება. მათი ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს იწერებოდა, თუმცა მაშინ ობრიმ შარლიზთან სასიყვარულო ურთიერთობა უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა, რადგან მისი და ტერონის შვილები ერთ სკოლაში დადიან.

„ჩვენ სამი წამით შევხვდით ერთმანეთს, უბრალოდ მივესალმე, ჩვენი შვილები ერთ სკოლაში სწავლობენ“, – განაცხადა ობრიმ.

ინსაიდერების განცხადებით, ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, თუმცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ამ ურთიერთობით ტკბებიან.

ცნობისთვის, მოდელი ჰოლი ბერის ყოფილი პარტნიორია, მას მსახიობთან საერთო ქალიშვილი ჰყავს.

„როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი?!“ – შარლიზ ტერონი შვილებისა და დედის ფოტოს ავრცელებს

ფოტო: შარლიზ ტერონის დამაინტრიგებელი გამოჩენა 24 წლის ჯეიკობ ელორდთან ერთად

 

View this post on Instagram

 

A post shared by Charlize Theron (@charlizeafrica)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები