შაკირა უფროსი ვაჟის ბეისბოლის კიდევ ერთ თამაშს დაესწრო. ამჯერად შვილის მხარდასაჭერად ჟერარ პიკეც მივიდა, რომელიც თამაშს სტადიონის მეორე მხრიდან, ღობის მიღმა ადევნებდა თვალს. ინსაიდერების ცნობით, თამაში ისე დასრულდა, რომ ყოფილი წყვილი ერთმანეთს არ შეხვედრია.
ცნობისთვის შაკირას გულახდილი ინტერვიუ პიკეს არ მოეწონა, ინსაიდერის განცხადებით, ფეხბურთელი ამბობს, რომ მისი შვილების დედას სურს, რომ საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.
დასევდიანებული და მაკიაჟის გარეშე – შაკირა სკანდალური ინტერვიუს შემდეგ პირველად გამოჩნდა