LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟერარ პიკეს ახალი შეყვარებული შაკირას ძველი ფანი აღმოჩნდა, რომელიც მომღერალთან ფოტოს გადაღებაზე ოცნებობდა

1244
შაკირა1

შაკირას, ჟერარ პიკესა და  კლარა ჩიას გარეშემო ატეხილი სკანდალები არ ცხრება. ამჯერად ესპანურმა მედიამ გაარკვია, რომ კლარა და შაკირა ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს, უფრო კონკრეტულად კი, ქალბატონები რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ჩია მუშაობდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ კლარა აღფრთოვანებული იყო შაკირას დანახვით, მასთან ფოტოს გადაღებასა  და ავტოგრაფს ითხოვდა.

კლარა ჩიას ძველი კოლეგები იხსენებენ, რომ გოგონა ხშირად უსმენდა შაკირას სიმღერებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო, მაშინაც კი, როცა ჟერარ პიკესთან ურთიერთობა დაიწყო.

„უთხარი შენს ახალ გოგოს, რომ მე მამაკაცებისთვის არავის ვეჯიბრები, სტატისტიკა ამბობს, რომ მე უკეთესი ვარ!“ – შაკირა ახალ ნამუშევარს ავრცელებს

„მე შენთვის ზედმეტად დიადი ვარ“ – შაკირა მორიგ სკანდალურ სიმღერას უშვებს, რომელიც ჟერარ პიკეს ეძღვნება

ჟერარ პიკე და მისი ახალი შეყვარებული ბარიდან გამოაგდეს – ბარის მეპატრონე შაკირას ფანი აღმოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები