ივნისში, 30 წლის არტისტმა, ედ შირანმა ახალი კლიპი გაავრცელა. Bad Habits, ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც მრავალი „გრემის” მფლობელი მუსიკოსისთვის პირველი სოლო ტრეკია 4 წლის განმავლობაში.
სულ სხვანაირი ედ შირანი – პირველი სოლო ტრეკი 4 წლის განმავლობაში
შემოქმედებითი პაუზის შემდეგ არტისტი საკმაოდაა გააქტიურებული, ის სულ ცოტა ხანში სინგლ Shivers გაავრცელებს. ნამუშევრის პოპულარიზაციისთვის ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერების გახალისება გადაწყვიტა და ელტონ ჯონის იმიჯი მოირგო.
„ჩემი ახალი სინგლი პარასკევს გამოვა, სწორედ ამიტომ გამოვიპრანჭე“, – წერს შირანი.