რამდენიმე დღის წინ გამართული სკანდალური სასამართლო პროცესიდან უახლესი დეტალები ეტაპობრივად ვრცელდება. უახლესი ჩვენების მიხედვით, რომელიც ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის საქორწინო კონსულტანტმა მისცა, ემბერის ბრალეულობა იკვეთება და შესაძლოა აღნიშნულმა ჩვენებამ ჯონს სასჯელი შეუმსუბუქოს.
ჯონი დეპის ემოცია სიტყვებზე: „ბართან შემბოჭა და ჩემზე სექსუალურად იძალადა“
„ემბერი ჯონს მაშინ ურტყამდა, როცა ის სახლიდან წასვლას აპირებდა. მისთვის ჯონის წასვლა ტრაგედია იყო. ემბერი ჩხუბის ინსცენირებასაც ხშირად მიმართავდა. ინიციატორი მუდამ ემბერი იყო, ის იწყებდა ჩხუბს, ძალადობას, რათა ჯონი აეყოლიებინა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შემდეგ უკვე ბრძოლა ორმხრივი იყო ხოლმე, ისინი თანაბარი ძალებით იბრძოდნენ“, – აცხადებს ლორენ ანდერსონი.
„ვურჩევ, იარაღი დაყარონ და ბრძოლა შეწყვიტონ“ – ილონ მასკის რჩევა ჯონი დეპსა და ემებერს ჰარდს