LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი შანსი შაკირა მენახა, იყო ფინალი, მე ცხოვრების მთავარ სიყვარულს შევხვდი და სხვა ადამიანად ვიქეცი“ – ჟერარ პიკეს ინტერვიუ, რომელიც დაგაფიქრებთ

1305
page

შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორება, მიმდინარე წლის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შოუბიზნესური სიახლეა. ტაბლოიდების განცხადებით, განშორების მიზეზი პიკეს ღალატი გახდა. მას ახალი პარტნიორი ქალბატონი ჰყავს.

ფეხბურთელი 23 წლის კლარა ჩია მორტისთან  ხშირად ჩნდება და როგორც ჩანს, ის შეყვარებულია. საზოგადოების ინტერესი ამ საქმესთან მიმართებაში საკმაოდ დიდია, ახლახან ფეხბურთელის ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ის შაკირასთან რომანის შესახებ საუბრობს და იხსენებს, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი.

„შაკირა პირველად მადრიდში ვნახე, როდესაც 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატისთვის კლიპს Waka Waka ვიღებდით. მე მას ტელეფონის ნომერი ვთხოვე. ის ჩემპიონატზე ჩემზე ადრე ჩაფრინდა. ჩასვლამდე მას მივწერე და ვკითხე, როგორი ამინდი იყო, ის კი მთელი დღის განმავლობაში დეტალურად მიყვებოდა ამინდისა და მის ცვლილებებზე. ჩვენი მიმოწერა მთელი ტურნირის განმავლობაში გაგრძელდა. თუმცა, ერთადერთი შანსი შაკირა მენახა, იყო ფინალი. მე მას ვუთხარი, რომ თუკი მის სანახავად ფინალში გასვლა დამჭირდებოდა, მე ამას გავაკეთებდი. ფინალი იყო საოცარი, მე ცხოვრების მთავარ სიყვარულს შევხვდი და სამხრეთ აფრიკიდან სრულიად სხვა ადამიანი დავბრუნდი“, – ჟერარ პიკე.

„შენ მე შენი ნარცისიზმის გამო მიმატოვე“ – შაკირა ახალ კლიპში ტირის და ახალ ნამუშევარს ჟერარ პიკეს უძღვნის

დამსახურებული გამარჯვება – შაკირამ შვილებზე სრული მეურვეობა მოიპოვა – უახლესი დეტალები

„შაკირას ჰგავს“ – ჟერარ პიკე გაბუტული მეგობარი გოგოს შემორიგებას ცდილობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები