შაკირამ ჟერარ პიკესთან განშორების შემდეგ, შვილებზე სრული მეურვეობა მოიპოვა, ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais ოჯახთან დაახლოებული პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. სასამართლო ვერდიქტის თანახმად 7 წლის საშა და 9 წლის მილანი დედასთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში, მაიამიში გადავლენ. ეს მოხდება შემდეგი წლიდან, ამ შობას კი ისინი ბარსელონაში გაატარებენ.
ცნობისთვის თავდაპირველად ფეხბურთელი შაკირასგან 400 ათას ევროსა და წელიწადში 5-ჯერ ბიზნესკლასის თვითმფრინავით ფრენას ითხოვდა, დაუკმაყოფილა თუ არა სასამართლომ ეს მოთხოვნა პიკეს, ჯერჯერობით უცნობია.
„დიდებული ქალია“ – შაკირამ შვილები ჟერარ პიკეს თამაშზე წაიყვანა
ჟერარ პიკესთან განშორება და 8 წლიანი პატიმრობის მოლოდინი – შაკირას რთული პერიოდი უდგას