LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეტლიდან პირდაპირ სცენაზე“ – 75 წლის ელტონ ჯონის ტრიუმფი პარიზის სცენაზე

209
page

ელტონ ჯონის მუსიკალური ტურნე, Farewell Yellow Brick Road ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, თუმცა ის რამდენჯერმე დაპაუზდა, ამის მიზეზი კი ლეგენდარული არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. თვის დასაწყისში ინტერნეტსივრცეში 75 წლის მუსიკოსის ფოტოები გავრცელდა, ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდება, ამიტომ წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ ელტონი სცენას ასე მალე დაუბრუნდებოდა.

„გუჩის“ ორეულში გამოწყობილი სერ ელტონ ჯონი ეტლით გადაადგილდება

თუმცა, სერ ელტონ ჯონმა ტურნეც გააგრძელა და სცენაზე საოცარი შესრულებით საზოგადოება ნამდვილად გააოცა. მუსიკოსი რამდენიმე დღის წინ პარიზში იმყოფებოდა, მან არაერთი ჰიტი შეასრულა, თანაც მისი შესრულება კვლავინდებურად ენერგიული და სრულყოფილი იყო.

მუსიკის ზეიმი – ბრაიან მეი, ელტონ ჯონი, ადამ ლამბერტი და სხვები დედოფალი ელიზაბედისთვის იმღერებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები