მას შემდეგ, რაც შაკირა ბარსელონიდან მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, ის მრბოლელ, ლუის ჰამილტონთან ერთად ბევრჯერ გადაიღეს. მედიის ცნობით, მათ შორის რომანია გაჩაღებული. მანამდე ინსაიდერები კოლუმბიელი არტისტისა და ოსკაროსანი რომ კრუზი ფლირტზე ალაპარაკდნენ. მათ საღამო ერთად გაატარეს. 46 წლის შაკირა და 60 წლის ტომი ერთმანეთს მაიამიში, „ფორმულა 1“- ის გრან-პრიზე შეხვდნენ.
ინსაიდერები იუწყებოდნენ, რომ ტომი შაკირათი საოცრად მოიხიბლა, თუმცა შაკირამ ტომს რომანტიკულ ურთიერთობაზე უარი განუცხადა. ახლა კი ირკვევა, რომ მომღერლის უარის მიზეზი, ლუის ჰამილტონი გახდა.
„ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არ გამოჩენილიყო ლუისი, რომელმაც ტომს შაკირა ფაქტობრივად ხელებიდან გამოსტაცა“, – აცხადებს ინსაიდერი.
წელზე მოხვეული ხელი და რომანის დასაწყისი – შაკირას და ლუის ჰამილტონის პირველი გამოჩენა
„შაკირამ ოსკაროსანი ტომ კრუზი უარყო“ – არტისტის პირველი კომენტარი