„შაკირა ტომ კრუზს ემუდარებოდა, რომ მასთან ფლირტი შეეწყვიტა“, – ამის შესახებ დასავლური მედია წერს. მეტიც, ინსაიდერის ცნობით, კრუზმა შაკირაზე „გააფანატა“. მან მეგობრებს განუცხადა, რომ მომღერალთან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო.
წყარო იმასაც ამბობს, რომ ის ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ყოფილ ცოლთან, კეტი ჰოლმსთან ნაცნობობის პირველ პერიოდში იყო. თუმცა სამწუხაროდ, ოსკაროსანი ტომ კრუზის გრძნობები ცალმხრივია.
ტაბლოიდები იუწყებიან, რომ შაკირა ტომით დაინტერესებული არ გახლავთ, ის ჟერარ პიკესთან მტკივნეული განშორების შემდეგ, ახალი ურთიერთობებისთვის მზად არ არის.
„შაკირამ ოსკაროსანი ტომ კრუზი უარყო“ – არტისტის პირველი კომენტარი
შერი, ნიკოლ კიდმანი, პენელოპა კრუსი და ახლა შაკირა… – ტომ კრუზი და მისი გოგონები