ავტოავარიაში ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის, პოლ უოკერის ქალიშვილი, მიდოუ უოკერი მამის უცნობ ფოტოებს ხშირად ავრცელებს. ამჯერად 21 წლის გოგონამ შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა, სადაც პოლთან ერთად არის აღბეჭდილი.
„ბედნიერი ადგილი“, – ასე დაასათაურა გოგონამ ფოტო, სადაც მამა-შვილის თამაშია აღბეჭდილი.
შეგახსენებთ, მსახიობი პოლ უოკერი 2013 წელს ავტოავარიის შედეგად დაიღუპა, საჭესთან მისი მეგობარი, როჯერ როდსი იჯდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და გადამცემ ანძას დაეჯახა.