შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად საბერძნეთში იმყოფება. მან 46-ე დაბადების დღე იახტაზე, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. მსახიობი დედასთან და ორ შვილთან, 9 წლის ჯექსონთან და 5 წლის ავგუსტან ერთად არაერთხელ გადაიღეს.
ფოტო: „არჩვეულებრივი დედაა“ – 46 წლის შეუდარებელი შარლიზ ტერონი დედასთან და შვილებთან ერთად გამოჩნდა
საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს ვარსკვლავის უფროსი შვილი, ჯექსონი იმსახურებს, ბიჭუნა მან წლების წინ იშვილა და თავიდანვე გოგონასავით ზრდიდან. ცნობისთვის, ჯექსონს საკუთარი გენდერის აღქმასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
ახლახანს ჯექსონი დედასთან და დასთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოექცა, ის საგრძნობლადაა გაზრდილი, ის კვლავინდებურად გოგოსავით იცვამს.
„ჩემი ქალიშვილის ისტორია, ეს მისი ისტორიაა. ერთხელ, თუკი გადაწყვეტს, თავად გიამბობთ. მთავარია საზოგადოებამ სწორედ გააანალიზოს საკითხი, პრესამ კი მართებული დასკვნები გააკეთოს და დელიკატურად მოიქცეს“, – განაცხადა შარლიზმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ფოტო: „შეხედეთ, ბიჭს ისევ კაბა აცვია“ – შარლიზ ტერონის ოჯახური ვოიაჟი