შარლიზ ტერონის ჩაცმულობა წითელ ხალიჩასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში რადიკალურად განსხვავდება. თუკი მსახიობი ოფიციალურ მიღებებზე ბრწყინავს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ის უმაკიაჟოდა და შეუღებავი თმებით ხშირად ჩნდება. ამის გამო მსახიობი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ შარლიზმა ყველა გააოცა.
ვარსკლავი შვილებთან ერთად მაშინ დააფიქსირეს, როდესაც კალიფორნიის ქუჩებში მიიჩქაროდა. როგორც ცნობილია ქალაქში პანდემიისგან გამოწვეული რეგულაციები მოიხსნა, ტერონმაც არ გაუშვა შანსი ხელიდან და ოჯახთან ერთად სავახშმოდ გაემართა. ამჯერად მსახიობი შესანიშნავად გამოიყურებოდა, მას ლურჯი კაბა და კრემისფერი ჩექმა ეცვა, თავზე კი შლაპა ეხურა.
„შეხედეთ შარლიზის შვილს, ბიჭს ისევ კაბა აცვია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობილი ფაქტია, რომ შარლიზ ტერონი თავის შვილს რახანია უფლებას აძლევს, გოგოს ტანისამოსი ჩაიცვას, ამის გამო მსახიობი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თუმცა როგორც ჩანს, ვარსკვლავს ეს არ აწუხებს.