LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გარდაიქმნა ლედი გაგა პატრიციად – ვარსკვლავის გარდასახვა „გუჩის სახლში“

323
page

რიდლი სკოტის გახმაურებული კინო-პროექტის, „გუჩის სახლის“ პრემიერა უკვე შედგა. წითელ ხალიჩაზე ჩვენ უკვე არაერთი გლამურული გამოჩენა ვიხილეთ.

ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯარედ ლეტო, სელმა ჰაიეკი – რიდლი სკოტის ფილმის „გუჩის სახლი“ პირველი ტრეილერი გავრცელდა

ფოტო: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და სელმა ჰაიეკი „გუჩის სახლის“ პრემიერაზე

ბუნებრივია, ფილმში ნამდვილი მოდის ზეიმია წარმოდგენილი და ბუნებრივია, ყურადღების ეპიცენტრში 35 წლის ეპატაჟური ლედი გაგაა, რომელიც ეჭვიანი მეუღლის, პატრიცია რეჯიანის როლს ირგებს. ახლახან, ფილმზე მომუშავე დიზაინერები მსახიობის გარდასახვაზე ალაპარაკდნენ და განაცხადეს, რომ სულაც არ გაუჭირდათ ლედი გაგას გარდაქმნა. მან ღირსეულად შეძლო აღნიშნული როლის შესრულება.

ფილმში, პრაქტიკულად ყველანაირი სტილის ტანისამოსია გამოყენებული, – მოკლე ქვედაბოლოები, ავანგარდული პიჯაკები, დახვეწილი, ინგლისური სტილის პერანგები და ა.შ…თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმში დაემართით შთამბეჭდავი, დახვეწილი „ლუქი“ გველოდება.  „ფორტუნამ“ შეკრიბა ის გამორჩეული მომენტები, რომლითაც ლედი გაგა სამუდამოდ დატოვებს კვალს 2021 წლის მოდის ინდუსტრიაში.

ფოტო: „გუჩის სახლის“ ქრონიკები და მოდის აპოთეოზი წითელ ხალიჩაზე

დაბოლოს, პატრიცია მაურიციო გუჩიმ 1985 წელს მიატოვა და ურთიერთობა სხვა ქალთან დაიწყო.  1995 წელს კი მაურიციო  მოკლეს. გაჩნდა ვერსია, რომ მისი მკვლელობა სწორედ ყოფილმა ცოლმა დაგეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები