ვენსან კასელსა და ტინა კუნაკს საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვთ, მეუღლეები ერთად დიდი დროს ვერ ატარებენ. 54 წლის ვენსანი დიდ ბრიტანეთში, სერიალზე მუშაობს, ტინა კი სამოდელო კარიერითაა დაკავებული.
როგორც ჩანს, კასელის ახალგაზრდა მეუღლეს ავანტიურული სვლები ხიბლავს. გარდა პიკანტური ფოტოებისა, რომლითაც ის თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს, არ ერიდება მამაკაცების გარემოცვაში ყოფნას და ფოტოებზე საკმაოდ დამაბნეველი სათაურების დაწერას.
ვენსან კასელის მეუღლე, ტინა კუნაკი ახალგაზრდა მსახიობის მკლავებში – ფოტო „ინსტაგრამიდან“
მამაკაცი, რომლის მკლავებშიც თინა კუნაკი ვიხილეთ, გეი აღმოჩნდა – ერთით ნული კასელის სასარგებლოდ
სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც მწვანე, მბზინავი კაბით კამერების წინაშე საკმაოდ თამამად პოზირებს, ერთ-ერთ ფოტოზე ის ორ მამაკაცთან ერთადაა გადაღებული.
„საწოლში @the_attico , @harold_james , @victor3s“, – წერს მოდელი