ნიუ-იორკში, ბრუკლინში მდებარე „ბერკლის“ ცენტრში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება MTV Video Music Awards ჩატარდა. დამსწრე საზოგადოება არაერთი სიურპრიზის მომსწრე გახდა.

ნახეთ 2021 წლის MTV VMA-ის გამარჯვებულები

მადონამ სცენაზე უეცარი გამოჩენით აუდიტორია შოკში ჩააგდო – 63 წლის პოპ-დედოფალი ბრწყინვალე ფორმაშია

უეცრად სცენაზე  ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდა. მას არავინ ელოდა, რადგან ვარსკვლავი, ბენ აფლეკთან ერთად ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა.

52 წლის არტისტი როგორც ყოველთვის ბრწყინავდა, მას „დევიდ კომას“ კაბა ამშვენებდა, რომელიც სულ ბადეებში იყო და არტისტის სრულყოფილ ფიგურას კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. ჰედლაინერის როლში მყოფი ჯეი ლო გულშემატკივრებთან ძალიან ახლოს მივიდა და გულითადი მოკითხვა გადასცა ყველას.

ბენ აფლეკმა ჯეი ლოსთან მისულ ფანს ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა

Ad desktop banner Ad mobile banner

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები