ქანთრი რეპერმა ლილ ნასმა ცოტა ხნის წინ ახალი კომპოზიცია Montero (Call Me By Your Name) და კლიპი გაავრცელა. ახალმა ნამუშევარმა გულშემატკივრები შოკში ჩააგდო.
კლიპის სიუჟეტი სამოთხესა და ჯოჯოხეთში ვითარდება, ერთ-ერთ კადრში არტისტი სატანის კალთაში ზის და ცეკვავს.
სწორედ აღნიშნულმა კადრმა გააღიზიანა საზოგადოება.
„ლილ, ზედმეტი მოგივიდა“, „ზედმეტი ბოროტებაა“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ლილ ნასმა ახალი კომპოზიციის პოპულარიზაციის ფარგლებში კომპანია MSCHF-თან თანამშრომლობით სპორტული ფეხსაცმელები Satan Shoes შექმნა.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ფეხსაცმლის მოდელში ადამიანის სისხლია ჩასხმული.