LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ყველაზე ცხელი ჰოლივუდური წყვილი“ – ჰარი სტაილსმა და ოლივია უაილდმა რომანი დაადასტურეს

539
page

როგორც ცნობილია, ჰარი სტაილსი და ოლივია უაილდი ფილმში „არ იღელვო ძვირფასო“(Don’t Worry Darling) მონაწილეობენ, სადაც ისინი წყვილის როლს ასრულებენ. მათი ურთიერთობის შესახებ ტაბლოიდებმა არაერთხელ დაწერეს, პაპარაცებმა ვარსკვლავები ლოს-ანჯელესის ქუჩებშიც შენიშნეს.

აქამდე წყვილი კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ 26 წლის ჰარიმ და 36 წლის ოლივიამ რომანი დაადასტურეს. გადაღებებისას ისინი ხელიხელჩაკიდებულნი გამოჩნდნენ.  საღამოს კი მომღერალი ოლივიას მანქანასთან დააფიქსირეს. ინსაიდერების განცხადებით წყვილი ერთმანეთს გადაღებების დროს დაუახლოვდა.

„ყველაზე ცხელი ჰოლივუდური წყვილი“, – წერს დასავლური მედია.

შეგახსენებთ, ოლივიას წინა ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს, ის მეუღლეს, მსახიობ ჯეისონ სუდეიკისს 2020 წელს გაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები