„გრემის“ მფლობელი არტისტი, ბიონსე „არტ-გალაზე“ მეუღლესთან, ჯეი-ზისთან ერთად გამოჩნდა. 41 წლის ბიონსეს „გუჩის“ კაბა ეცვა. სხეულზე მომდგარი „ქალთევზა კაბა“ მისი სხეულს კიდევ უფრო პიკანტურ იერს სძენდა. ჯეი-ზი შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ბაფთა ეკეთა.
მოგვიანებით არტისტმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
„დიახ, ეს ბრჭყვიალა ვარსკვლავები მკერდზე… თითქოს წასვლა არ მინდოდა და ჩემს გუნდს ვუთხარი, რამე სასწრაფო წესით ჩამაცვით-თქო“, – წერს ვარსკვლავი.
„ივ სენ ლორანის“ კაბა და „ტიფანის“ უძვირფასესი სამკაულები – ბიონსე ახალი ალბომის პრეზენტაციაზე
ვიდეო: თამაში პროპორციებთან – ბიონსე გვაჩვენებს შარვალს, რომელიც ფეხებს ვიზუალურად „აგრძელებს“