ირინა შეიკმა და ბრედლი კუპერმა განქორწინების შემდეგ მეგობრული ურთიერთობები შეინარჩუნეს. ისინი ქალიშვილ ლეას ერთად ზრდიან. თუმცა, ბოლო პერიოდში, წყვილის შეხვედრები საგრძნობლად გახშირდა.

გუშინ, 34 წლის მოდელი ექს-მეუღლის, ბრედლი კუპერის სახლიდან გამოსული დააფიქსირეს, შეიკმა მანჰეტენის სახლში რამდენიმე საათი გაატარა.

მოკლე შორტები, კუბოკრული პერანგი, შავი ბათინკები და „ბარბერის“ წინდები, შეიკი იდეალურ ფორმაში იყო.

შეგახსენებთ, ტაბლოიდები წყვილის შერიგებაზე უკვე გარგა ხანია საუბრობენ. თუმცა, არც შეიკსა და არც კუპერს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები