ირინა შეიკი მაიამის სანაპიროზე ისვენებს. პაპარაცებმა რუსი სუპერმოდელი ფლორიდის შტატში ბოიფრენდის, ბრედლი კუპერისა და მათი 2 წლის ქალიშვილის, ლეას გარეშე დააფიქსირეს.
მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვარსკვლავი მზიან სანაპიროს ოჯახის გარეშე სტუმრობს, ის მშვენივრად ერთობა.
ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ კრიშტიანო რონალდოს ექს-პარტნიორი ფანტასტიკურ დროს ატარებს, ოკეანეში ბანაობს და მზეზე ირუჯება.