LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისე უყურებს, როგორც ტორტს“ – „ბენიფერის“ პირველი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე შეუღლების შემდეგ

214
page

სან-მარინოში, „რალფ ლოურენის“, 2023 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ჯეი ლო და ბენი. აღსანიშნავია რომ ეს „ბენიფერის“ შეუღლების შემდეგ, პირველი გამოჩენაა წითელ ხალიჩაზე.

ამ დღეს 53 წლის ჯეი ლომ გრძელი, შავი კაბა მოირგო, რომელსაც თეთრი ზოლები ამშვენებდა, აღნიშნულ „ლუქს“ კი მან დიდი ზომის ქუდი შეუხამა. 50 წლის ბენს  შავი კოსტიუმი ეცვა. ისინი ხელიხელჩაკიდებულები პოზირებდნენ და ერთმანეთს თვალს ვერ წყვეტდნენ. ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.

„ისე უყურებს, როგორც ტორტს“, „მზერით ყველაფერი ნათქვამია“, „შეხედეთ ჯეი ლოს, როგორ უყურებს“, – წერენ კომენტარებში.

„ბენიფერის“ თაფლობის თვის ფაზა კვლავ გრძელდება – ჯეი ლომ და ბენმა ინტიმური კავშირის შესახებ საქორწინო კონტრაქტს მოაწერეს ხელი – უახლესი დეტალები

ფოტო/ვიდეო: როცა შენი ცოლი ჯეი ლოა და ის შენ გიმღერის – „ბენიფერის“ ცხოვრებაში უმთავრესი პერფორმანსი შედგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები