LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო და მალუმა „ბილდბორდის“ გარეკანზე – წყვილის ცხელი ფოტოსესია

196
safe-image

როგორც ცნობილია, 2021 წელს ახალ რომანტიკულ ფილმს „დაქორწინდი ჩემზე“(Marry Me) ვიხილავთ, სადაც მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი, მალუმა ასრულებენ.  „ეს არის კოლაბორაცია, რომელიც მუსიკას და კინოს აერთიანებს“, – განაცხადა ჯეი ლომ.

ფილმში ლოპესი მიტოვებული პატარძლის როლში მოგვევლინება, რომელიც პირველსავე შემხვედრზე გადაწყვეტს დაქორწინებას. აღნიშნული ფილმი 25 წლის კოლუმბიელი მომღერლისთვის სადებიუტო იქნება. სანამ ფილმს ვნახავდეთ, არტისტები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევენ. გასულ თვეს მათ ერთობლივი ნამუშევარი გაავრცელეს, კლიპმა ინტერნეტი დაიპყრო.

ტრიუმფის შემდეგ, ჯეი ლო და მალუმა „ბილდბორდის“ გარეკანზე მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ წყვილი ფილმშიც იმღერებს. პრემიერის შემდეგ კი საუნდტრეკების კრებული გამოიცემა.

„შეუძლებელია ორი მომღერალი ფილმში ერთად თამაშობდეს და საუნდტრეკების კრებული არ გამოიცეს, მოხარული ვარ, რომ პროექტში ორი ლათინოამერიკელი ვარსკვლავია“, – განაცხადა ლოპემა.

„ყველაფერი სწარაფად მოხდა, როდესაც გავიგეთ, რომ ფილმში ერთად უნდა მიგვეღო მონაწილეობა, სასწრაფოდ სიმღერების წერას შევუდექით“,  დაამატა მალუმამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები