LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლო მკვლელის როლში – „ნეტფლიქსის“ ფილმის „დედა“ გადასაღები მოედნიდან პირველი ფოტოები გავრცელდა

167
page

წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ „ნეტფლიქსი“ ახალ ფილმს გამოუშვებდა, რომლის რეჟისორიც მულან ნიკია. მძაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარ როლს 52 წლის ჯენიფერ ლოპესი ასრულებს.

ჯენიფერ ლოპესი „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მკვლელის როლს შეასრულებს

და აი, კანადაში ფილმის, „დედა“ გადაღებები უკვე დაიწყო. 52 წლის ჯეი ლო მკვლელის როლში მოგვევლინება. გადასაღები მოედნიდან პირველმა ფოტოებმაც არ დააყოვნა.

მსახიობს თბილი ქურთუკი, ბათინკები და მოსახერხებელი შარვალი ეცვა, მის საბრძოლო „ლუქს“ ქუდი, სათვალე და ზურგჩანთა ასრულებდა.

რაც შეეხება ფილმის შინაარს, ჯეი ლოს გმირს ბოროტმოქმედებისგან ქალიშვილის დაცვა მოუწევს.

„განუყრელები“ – ბენ აფლეკმა ჯეი ლო საკუთარი ფილმის პრემიერაზე წაიყვანა – „ბენიფერის“ უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები