LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ ლეჯენდი და კრისი ტაიგენი მესამე შვილს ელოდებიან – წყვილმა სიახლე კლიპით დააანონსა

233
safe-image

ჰოლივუდურ სამყაროში სერიოზული მატებაა.  რუნი მარა და ხოაკინ ფენიქსი, ორლანდო ბლუმი და კეტი პერი, ჯუდ ლოუ და ფილიპა კოენიჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი, ედ შირანი და ჩერი სიბორნი – როგორც ხედავთ,  ჩამონათვალი საკმაოდ დიდია.

სულ ცოტა ხნის წინ, ორსული ქალბატონების არმიას ჯონ ლეჯენდის მეუღლე, კრისი ტაიგენი შეუერთდა, ვარსკვლავური წყვილი მშობლები მესამედ გახდებიან. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არც ჯონსა და არც 34 წლის მოდელს არ დაუდასტურებია.

ახლახანს, ჯონ ლეჯენდის კლიპის, Wild-ის პრემიერა შედგა, სადაც მისი მეუღლე მონაწილეობს. კადრებში  ვხედავთ, რომ კრისის სხეულის ფორმები საგრძნობლადაა შეცვლილი. კლიპის პრემიერამდე კი „ტვიტერში“ ასეთი წარწერა გაჩნდა:

„უყურეთ კლიპს, თქვენ სიურპრიზი გელოდებათ“.

შეგახსენებთ, ჯონ ლეჯენდსა და კრისი ტაიგენს 7 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, წყვილი 4 წლის ქალიშვილს და 2 წლის ვაჟს ზრდიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები