მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურ ინდუსტრიაში უამრავი ახალი სიმღერა იქმნება, არსებობს ისეთი კომპოზიციებიც, რომლებიც მუდამ აქტუალურია, ამ რიცხვს ცნობილი საშობაო სიმღერა Baby It’s Cold Outside განეკუთვნება, რომელიც 1944 წელს დაიწერა, ცნობილი კი დინ მარტინის შესრულებით გახდა.

ამჯერად ჯონ ლეჯენდმა და კელი კლარკსონმა ლეგენდარული კომპოზიციის შეცვლა სცადეს და ეს შესანიშნავად გამოუვიდათ.

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიების ფარგლებში, ამერიკის რადიოებმა სიმღერა ბადიდან ამოიღეს. საქმე ისაა, რომ სიმღერის ტექსტის მიხედვით, კაცი ქალს დაჟინებით სთხოვს, რომ ღამე მასთან გაატაროს, რადგან გარეთ ცივა. ქალი კი უამრავ მიზეზს იგონებს იმისთვის, რომ წავიდეს.

ახალ ვერსიაში კი ყველაფერი სხვანაირადაა, მამაკაცი ქალბატონს თავაზიანად ტაქსის გამოძახებასაც სთავაზობს და სიმღერაში ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ტექსტებიც ამოღებულია.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები