კეიტ ჰადსონი თვითიზოლაციის პერიოდს თავის შეყვარებულთან, დენი ფუჯიკავასთან და სამ შვილთან ერთად ატარებს.
სულ ცოტა ხნის წინ, ონლაინ გადაცემაში მსახიობმა ინტიმურ საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კარანტინმა მის სექსუალურ ცხოვრებაზე დადებითად იმოქმედა.
„კარანტინმა ჩემი სექსუალური ცხოვრება საფუძვლიანად შეცვალა, თვითიზოლაციაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებ“, – აცხადებს 41 წლის კეიტი.
ცნობისთვის, კეიტს პირველი და მეორე ქორწინებებიდან ვაჟები ჰყავს, ხოლო დენი ფუჯიკავასგან 1 წლის ქალიშვილი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას კეიტ ჰადსონმა თავის დედასთან, გოლდი ჰოუნთან და 1 წლის ქალიშვილთან ჟურნალ People-ის გარეკანი დაამშვენეს.
74 წლის გოლდი ჰოუნი შვილთან და შვილიშვილთან ერთად - ქერა გოგონების სამი თაობა ერთ ფოტოზე
„როცა შენს ქალიშვილს ქალიშვილი ჰყავს, ეს ბედნიერებაა“