LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული რობერტ პატინსონი „ბეტმენის“ გადაღებებს დაუბრუნდა

183
safe-image

ბოლო პერიოდში, 34 წლის მსახიობი, რობერტ პატინსონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. 3 თვის წინ, მსახიობი და 28 წლის სუკი უოტერჰაუსი დაინიშნენ. ამის შემდეგ კი რობერტს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ჩანს, მსახიობი თავს უკვე კარგად გრძნობს. სულ ცოტა ხნის წინ 34 წლის მსახიობი „ბეტმენის“ გადაღებებს დაუბრუნდა.

პაპარაცებმა რობერტი მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის ლივერპულის ქუჩებში დაკრძალვის მასშტაბური სცენის გადაღებებზე იმყოფებოდა. ვარსკვლავი საოცრად ელეგანტურ ფორმაში იყო, მას კლასიკური, მუქი ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა. აღსანიშნავია, რომ გადაღებებს წვიმიანი ამინდი დაემთხვა, ამიტომ გადამღები ჯგუფი და მსახიობები ქოლგებით იყვნენ შეიარაღებულნი.

ცნობისთვის, ფილმის მსოფლიო პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი. პატინსოს პარტნიორობას ისეთი მსახიობები გაუწევენ როგორებიც ზოი კრავიცი, კოლინ ფარელი და პიტერ სკარსგარდი არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები