LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯიანა როდრიგესის „სელფი“ იახტიდან

316
safe-image

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე განახლდა. 35 წლის კრიშიანო რონალდოც  მოედანზე დაბრუნდა და „ტურინის იუვენტუსს“ შეურთდა. თუმცა, ვარსკვლავი დროს ოჯახისა და შეყვარებულისთვის მუდამ პოულობს. გასულ კვირას კრიშტიანომ და ჯორჯიანამ უქმეები პორტუგალიაში გაატარეს და თავიანთი მშენებარე სახლიც დაათვალიერეს, ახლა კი წყვილი იახტაზე ნებივრობს.

მათ ფოტოები „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელეს. წყვილი იატაზე ირუჯებოდა და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა როდრიგესის მაქმანებიანი საცურაო კოსტიუმი და მსხვილი, ოქროს ყელსაბამი, რომელიც ჯორჯიანამ ამავე სტილის საათს შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები