LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვენტინ ტარანტინომ ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით რომანი დაწერა

209
35798044-0-image-a-14-1605658504259

ლეგენდარულმა რეჟისორმა კვენტინ ტარანტინომ HarperCollins-თან  კონტრაქტი გააფორმა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტარანტინომ ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით რომანი დაწერა. წიგნი 2021 წლის 29 ივნისს გამოიცემა. გამომცემლის თქმით, ნაწარმოები, როგორც ეს რეჟისორს სჩვევია, მხიარული, სარკასტული და მსუბუქად წასაკითხი იქნება.

„როგორც ფილმის ადაპტირების მოყვარული, მინდა გაცნობოთ, რომ ერთხელ ჰოლივუდში წიგნად იქცევა. ეს იქნება ჩემი მცირედი წვლილი ამ ხშირად გარიყულ, თუმცა ბევრისთვის საყვარელ ლიტერატურულ ჟანრში“ – განაცხადა კვენტინმა.

შეგახსენებთ, „კრიტიკოსთა არჩევანის“ რიგით 25-ე ცერემონიალზე წლის ფილმად „ერთხელ ჰოლივუდში“ დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები