LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ ახალი ალბომი Chromatica გამოუშვა

225
101067818-552996588914333-1812595787981389824-n

დადგა დღე, რომელსაც ლედი გაგას თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელოდნენ. ამერიკელი მომღერალის მეექვსე სტუდიური ალბომი – Chromatica, რომლის რელიზი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო,  გაყიდვაში დღეს ჩაეშვა. დისკის რელიზი რამდენიმე საათის წინ შედგა, ფირფიტამ კი უკვე მოიგო მუსიკის კრიტიკოსებისა და მელომანების გულები.

აღსანიშნავია, რომ დისკში არიანა გრანდესთან, ელტონ ჯონთან და BLACKPINK-თან კოლაბორაციები შედის.

შეგახსენებთ, რომ ლედი გაგა ახალი ალბომის გამოშვებას 10 აპრილს აპირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები