ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, რეპერი და პროდიუსერი, ფარელ უილიამსი GQ – გარეკანზე მოხვდა. გარდა საინტერესო ლუქებისა, ვარსკვლავმა საზოგადოებას ისეთი ღრმა საკითხების შესახებ გაუზიარა თავისი მოსაზრებები, როგორიც არის, მამაკაცური იდენტობის არსი და ჩვენს დროში მისი დეფიციტი.
„ის რაც ამჟამად კომუნიკაციის კულტურას აკლია, ეს არის უმაღლესი მამაკაცური იდენტობა, ბევრს ჰგონია, რომ ეს თვისება უნდა დამალოს, მაგრამ რეალურად ჩვენ მხოლოდ ეს გვჭირდება – ვიყოთ ჩვენს შინაგან ღვთაებრივ მამაკაცურ საწყისთან მუდმივ კავშირში.“ – აცხადებს ვარსკვლავი
მუსიკოსი ასრულებს სოულს, რიტმ-ენ ბლუზს და ჰიპ-ჰოპს და ჩედ ჰუგოსთან ერთად შეადგენს დუეტს The Neptunes, რომელიც შვიდი გრემის მფლობელია.
შეგახსენებთ, ფარელი მედია ბიზნესსაც მართავს, რომელიც მუსიკას, მოდას და ხელოვანთა კოლექტივს მაერთიანებს. ის მოდის დიზაინერიცაა, და ფლობს კომპანიებს: Billionaire Boys Club, Ice Cream, აგრეთვე Billionaire Girls Club და ტექსტილის კომპანიას Bionic Yarn.
ინტერვიუს ძალიან საინტერესო და სახასიათო ფოტო გადაღება ახლდა თან ??