„ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა და მისმა საცოლემ ლორენ სანჩესმა „ვოგის“ დეკემბრის ნომრის ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა და გამოცემას თავიანთი სიყვარულის ისტორია გაუმხილეს. წყვილმა მომავალ ქორწილზეც ისაუბრა.
ამ დღეს ყოფილი ტელეწამყვანი შეუდარებლად გამოიყურებოდა და არაერთი „ლუქიც“ მოირგო. ეს გახლდათ „დოლჩე და გაბანას“, „რალფ ლორენის“, „ტომ ფორდის“, „ვალენტინოსა“ და ვიქტორია ბექჰემის უახლესი კოლექციიდან წარმოდგენილი სამოსი.
„ლორენს უბადლო ინტუიცია აქვს, ის ხედავს იმას, რისი დანახვაც სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ. ის გამორჩეული ქალია“, – ჯეფ ბეზოსი
„ჩვენ ჯერ კიდევ ვფიქრობთ ქორწილის შესახებ, ზუსტად არ ვიცით, ის დიდი იქნება თუ პატარა, აგრეთვე ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ კაბა მეცმევა“, – ლორენ სანჩესი.
ლორენმა აგრეთვე გაიხსენა ხელის თხოვნის დღე. ის აცხადებს, რომ ჯეფმა ნიშნობის ბეჭედი ბალიშის ქვეშ დამალა.
„ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ვახშმობის შემდეგ, დასაძინებლად მოვემზადე და უეცრად საწოლში, ბალიშის ქვეშ ბეჭედი ვიპოვე. მგონი, გონება დავკარგე“, – ჰყვება სანჩესი.
ჯეფ ბეზოსი და მინი-კაბაში გამოწყობილი ლორენ სანჩესი, ახალ ფოტოებზე, სიყვარულს ანათებენ
ისტორიული ფრენა – მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საყვარელ ქალს კოსმოსში უშვებს