ტინა კუნაკმა LoroPiana-ს ახალი კოლექცია მოირგო და რიოს სანაპიროზე გამართულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოების სერიაში მოდელი სერფინგის დაფაზე დგას. აღსანიშნავია, რომ წყლის სპორტი ტინას, ექს- მეუღლემ ვენსან კასელმა შეაყვარა.
„მე მიყვარს სერფინგი“, – აწერია კუნაკის ერთ-ერთ ფოტოს.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, კასელმა და მისმა ახალმა შეყვარებულმა, 27 წლის მოდელმა, ნარა ბაპტისტამ „ინსტაგრამზე“ ერთი და იგივე ფოტოები გაავრცელეს. ეს გახლავთ ფოტო, სადაც კასელი სერფინგის დაფაზე დგას.
ამიტომ გამომწერები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ კუნაკი აღნიშნული ფოტოებით კვლავ კასელის ყურადღების მიქცევას ცდილობს.