დასავლური მედია ილონ მასკისა და სერგეი ბრინის მეუღლის, ნიკოლ შანაჰანის რომანის შესახებ აქტიურად ალაპარაკდა. ინსაიდერების ცნობით, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება.
მასკი აღნიშნულ ინფორმაცია „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა და ბრინის ცოლთან რომანი კატეგორიულად უარყო.
„მე და სერგეი მეგობრები ვართ. გასულ ღამეს ერთად ვიყავით წვეულებაზე. სამი წლის განმავლობაში, ნიკოლი მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი. ორივეჯერ, სხვა ადამიანების გარემოცვაში. არაფერი რომანტიკული!“, – აცხადებს მასკი
პლანეტის ქალების გულთამპყრობელი – ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება