ილონ მასკთან რომანის გამო, Google-ის დამფუძნებელი ცოლს შორდება, ამის შესახებ დასავლური მედია აქტიურად წერს. საუბარია სერგეი ბრინისა და მისი ცოლის, ნიკოლ შანაჰანის შესახებ.
ბრინმა მეუღლესთან განქორწინების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის იანვარში მიიღო, ამის მიზეზი კი, ინსაიდერების განცხადებით, მილიარდერთან სასიყვარულო კავშირი გახდა. მათი რომანის შესახებ ბრინმა განქორწინების მოთხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო.
მიუხედავად იმისა, რომ მასკმა აღნიშნული ინფორმაცია არაერთხელ უარყო, ფაქტი ფაქტად რჩევა, ბოლო თვეების განმავლობაში, მასკისა და ბრინის მეგობრული ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა, Google-ის თანადამფუძნებელმა მასკთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ვისკი, იახტა და გოგონები – ილონ მასკის განცხრომა მიკონოსზე
საუზმე მილიარდერთან – 50 წლის ილონ მასკი და 27 წლის ნატაშა ბასეტი სენ-ტროპეს სანაპიროზე ნებივრობენ