LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპიდან კიმ კარდაშიანამდე – 2019 წლის ყველაზე უგემოვნო ლუქების ტოპ-10

1057
page

წლის ბოლო დადგა და დიდი შეჯამებების დროც მოვიდა. ,,ფორტუნა პლუსმა” მთელი წლის განმავლობაში უამრავი გლამურულ ღონისძიება გააშუქა. ეს ის მომენტია, როდესაც წითელი ხალიჩა ბრძოლის ველს ემსგავსება. ხშირ შემთხვევაში შეჯიბრი არა ჯილდოსთვის, არამედ იმისთვის მიმდინარეობს, თუ რომელ ვასრკვლავს ეცმევა უკეთესი ტანისამოსი. ამ წელს უამრავი გემოვნებიანი თუ უგემოვნო ლუქის მომსწრენი გავხდით.

„ფორტუნა პლუსი“ 2019 წლის ყველაზე უგემოვნო ლუქების ტოპ-10 გთავაზობთ, რომლებმაც საზოგადოებისა თუ მოდის ექსპერტების მხრიდან ყველაზე მეტი კრიტიკა დაიმსახურა.

10. მარგო რობი და „შანელის“ კაბა

აღნიშნული, „ფარფლებიანი“კაბით მარგო რობი „ბაფტას“ დაჯილდოების ცერემონიალს ესტუმრა. მოდის ექსპერტებმა მისი კაბა არაკონტრასტული ფორმებისა ფერების გამო გააკრიტიკეს.

9. კეტი პერი და „პასკალის“ კაბა

მომღერლის ლუქი თეთრი წინდებისა და შავ-თეთრი კაბის ქვეშ შეუსაბამო ფერის, ცისფერი მაისურის გამო დაიწუნეს.

 

8. ენ ჰეთევეი და „ელისაბედის“ მტაცებელი ცხოველების პრინტები

აღნიშნული კაბით მსახიობი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე მივიდა. მისი კაბა რამდენიმე მტაცებლის პრინტს აერთიანებდა, სწორედ ეს ფაქტი გახდა მოდის კრიტიკოსების კრიტიკის ობიექტი.

7. კეიტ ბლანშტი  „გუჩის“ კოსტუმში 

მსახიობი კეიტ ბლანშეტი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი დახვეწილი გემოვნების მქონე ვარსკვლავი, თუმცა, როგორც ჩანს,  ლონდონის გალა კონცერტზე იგი ანარქიულ ხასიათზე იმყოფებოდა. ვარსკვლავმა გველის პრინტიანი ტყავის კოსტიუმი მოირგო, თუმცა პრობლემა პრინტში სულაც არ გახლდათ, კრიტიკოსმებმა ის ფერთა აღრევის გამო დაიწუნეს.

 

6. კრისტენ სტიუარტი და „შანელის“ ორეული

„ბინდის“ ვარსკვლავი ახლა უკვე „ათწლეულის მსახიობია“. წელს კრისტენისთვის საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, ის თანამედროვე ჩაცმულობით ხშირად გვანებივრებს და აღნიშნული ლუქიც წარმატებული იქნებოდა, უბრალოდ მოდის კრიტიკოსებმა შორტები ადგილთან შუფერებლად დაახასიათეს. ვარსკვლავი ამ ფორმაში კინოფესტივალს ესტუმრა.

5. ემა სტოუნი და „ლუის ვიტონის“ კაბა

,,ლუის ვიტონის” დიზაინერული ნამუშევრებით მოდის კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავენ. თუმცა ემა სტოუნის აღნიშნულმა კაბამ კრიტიკა დაიმსახურა.

 

4. კენდალ ჯენერი „Ingie Paris“- ის ვარდისფერ კაბაში

„ტიფანის“ პრეზენტაციაზე კენდალ ჯენერი ვარდისფერი, მოკლე კაბითა და ბუმბულებით წარსდგა, კაბა ხალათის მსგავსი იყო.

3. კიმ კარდაშიანი „Mugler“ ის პიკანტურ კაბაში

კრიტიკოსება კიმ კარდაშიანს ზედმედი სიშიშვლე დაუწუნეს.

2. მელანია ტრამპი „ვალენტინოს“ მოსაცმელ კაბაში

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი დახვეწილი გემოვნებით კი გამოირჩევა, თუმცა კრიტიკოსები მას ზედმეტად ღია ფერების სიყვარულში ადანაშაულებენ. აღინულ ლატექსის კაბა-მოსასხამში მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში მივიდა და საკმაოდ თვალშისაცემი ლუქით იწონებდა თავს.

1.მარიონ კოტიარი „ლაკოსტას“ კაბაში

ფრანგი მსახიობი მიბაძვის ობიექტი ხშირად გამხდარა, მისი ლუქები მუდამ დადებით შეფასებას იწვევდნენ, თუმცა წელს, მისმა კაბამ წითელ ხალიჩაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ის შეუსაბამო, ყოველდღიურ კაბაში წარსდგა საზოგადოების წინაშე და მოდის ექსპერტების მხრიდან  კრიტიკის ქარ-ცეცხლიც დაატყდა თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები