LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუს დედას ვუდის მამასთან რომანი ჰქონდა – მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი შესაძლოა ძმები აღმოჩნდნენ

596
page
მეთიუ მაკკონაჰისა და ვუდი ჰარელსონის განსაკუთრებული, მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. ახლა კი 53 წლის მეთიუ აცხადებს, რომ 61 წლის ვუდი შესაძლოა მისი ბიოლოგიური ძმა აღმოჩნდეს.
მსახიობს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მეთიუმ შეიტყო, რომ მის დედას ჰარელსონის მამასთან რომანი ჰქონდა.
მსახიობებს „დნმ“-ის ტესტი ჯერ არ გაუკეთებიათ. მეთიუ ამბობს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის რთულია, რადგან ანალიზის პასუხით შეიძლება გაირკვეს, რომ ადამიანი, ვისაც მთელი ცხოვრება,  მამად მიიჩნევდა, მისი მამა რეალურად არ იყოს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები