„გრემის“ ორგზის მფლობელი არტისტი, მაილი საირუსი არ ჩერდება. უკანასკნელი აღიარების შემდეგ, რომელიც მან სიმღერით, Flowers მოიპოვა, არტისტი ახალ სიმღერას აანონსებს. 30 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა. ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ბრიუსელსა და პარიზში პოსტერებია გაკრული. ასევე ვხედავთ ტექსტს მისი გაჰიტებული სიმღერიდან – I can buy myself flowers.
მისი ახალი ნამუშევრის, Used to Be Young პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„ვიცი, რომ ადრე ვიყავი გიჟი, ვიცი რომ ადრე ვიყავი მხიარული, თქვენ მე მეუბნებით, რომ მე ველური ვიყავი, მე კი ვამბობ, მე ახალგაზრდა ვიყავი“, – სწორედ ამ სიტყვებით დაასათაურა მაილიმ „თიზერი“.
„ის ახლა ყველაზე ბედნიერია“ – გამოცემა People მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის შესახებ წერს