რამდენიმე საათში მექსიკური ტელეარხის, „ლას ესტრელას“ ეთერში შაკირას ახალი სკანდალური ინტერვიუ გავა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ვარსკვლავი პიკესთან დაშორებაზე საჯაროდ ისაუბრებს. ინტერვიუს თიზერი ინტერნეტში გადაცემის წამყვანმა, ენრიკე ასევადომ გაავრცელა. კადრში ჩანს შაკირა, რომელსაც წამყვანი ეკითხება, „ხომ ყველაფერი კარგად იქნება?“, „ვნახოთ, იმედია” – პასუხობს მომღერალი და ამით ცხადი ხდება, რომ ინტერვიუ საოცრად სკანდალური გამოდის.
ამ თიზერთან ერთად ჟურნალისტმა ენრიკე ასევადომ სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ინტერვიუს ჩაწერის მომენტია გადაღებული: „ეს არის ინტერვიუ, რომელიც სრულად უნდა ნახოთ“ – წერს მექსიკელი ჟურნალისტი.
სავარაუდოდ, შაკირას ახალი ინტერვიუ ჟერარ პიკესთვის მორიგი დარტყმა იქნება.
ლეო მესი და მისი ცოლი, შაკირა-პიკეს სკანდალურ ომში, შაკირას მხარეს არიან