LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეჟისორს სურდა, მის კალთაში ჩავმჯდარიყავი“, – შერონ სთოუნს „ძირითადი ინსტიქტის“ გადაღებების დროს სექსუალურად ავიწროვებდნენ

514
safe-image

62 წლის მსახიობი, შერონ სთოუნი ჰოლივუდის სამყაროში, ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან სექს-სიმბოლოდ არის აღიარებული. მან დიდი გზა გაიარა, 1992 წელს გადაღებული „ძირითადი ინსტიქტიიდან “, „ნეტფლიქსის“ ახალ სერიალში „რეჩედი“  შესრულებულ როლამდე.

ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავი ჟურნალის, Town & Country გარეკანზე მოხვდა და სექსუალური შევიწროების შესახებ ისაუბრა. გაიხსენა ის დრო, როდესაც ის „ძირითადი ინსტინქსტის“ გადაღებებისას რეჟისორმა მას კალთაში ჩაჯდომა მოსთხოვა.

„რეჟისორს სურდა, მის კალთაში ჩავმჯდარიყავი, ეს საშინელი შეგრძნება იყო“, – განაცხადა სთოუნმა.

რაც შეეხება ახალ სერიალს, – „ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ შემქმნელმა, რაიან მერფიმ „ნეტფლიქსისთვის“ საკულტო რომანისა და ფილმის, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ გმირის, მედდა რეჩედის შესახებ სერიალი, „რეჩედი“ გადაიღო. ის კენ კიზის წიგნის პრიქველს წარმოგვიდგენს. ტელშოუს სიუჟეტი დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა რიგითი მედდა რეჩედი, შიშისმომგვრელი, სასტიკი ადამიანი. რაც შეეხება მსახიობებს, შერონ სთოუნს პარტნიორობას სარა პოლსონი გაუწევს. სერიალის პრემიერა ხვალ, 18 სექტემბერს შედგება.

ტრეილერი: „ნეტფლიქსმა“ მედდა რეჩედზე სერიალი გადაიღო

სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 18 სექტემბერს შედგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები