რიკი მარტინი ქმარს, ჯოვანი იოსეფს 6 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ განცხადება 51 წლის მარტინმა და 39 წლის იოსეფმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთეს.
ახლახან კი პუერტო-რიკოელმა არტისტმა „ტელემუნდოს“ ინტერვიუ მისცა, სადაც ქმართან განქორწინების შესახებ საუბრობს.
„ჩვენ განშორების გადაწყვეტილება ახლა არ მიგვიღია, ეს საკითხი კარგა ხნის წინ დავაყენეთ. როდესაც განშორების შესახებ განვაცხადეთ, ჩვენ უკვე განვლილი გვქონდა რთული, „გლოვის“ პერიოდი. ჩვენ ორი საერთო შვილი გვყავს და ვაპირებთ მათზე ერთობლივად ვიზრუნოთ. ჩვენ ერთად არაერთი წელი გავატარეთ, ახლა სხვა ეტაპის დროა. მე ცხოვრებით ტკბობა მინდა. მე მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ, მე მომწონს დილით კოცნით გაღვიძება“, – აცხადებს მარტინი.
სხვათა შორის მარტინის ერთ-ერთმა ბოლო ფოტომ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ის ესპანელ მოდელთან და მსახიობთან, ესტერ კანადასთან ერთად პოზირებს.
„ამხელა სიყვარულით შეიძლება ავფეთქდე“, – ასე დაასათაურა ლამაზმანმა ფოტოების სერია.
„თავისუფალი და ბედნიერი – რიკი მარტინი პიკანტურ ვიდეოებს ავრცელებს